გია ყარყარაშვილის ქალიშვილი: სუპერ გმირებს რომ უყურებ ფილმებში, მამა ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო…

მა­რი­ა­მი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და აფხა­ზე­თის ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სარ­დლის, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა მა­სობ­რი­ვად არ იც­ნობს, რად­გან სა­ჯა­როდ არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა.

მა­რი­ა­მი მა­მას წიგნ­ზე – “სამ­შობ­ლოს ამა­რა“ მუ­შა­ო­ბი­სას გვერ­დით აქ­ტი­უ­რად და­უდ­გა. მას­თან ერ­თად გა­ი­ა­რა მა­მის მიერ გავ­ლი­ლი ურ­თუ­ლე­სი გზა და რო­გორც ამ­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად სულ სხვა გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი გა­იც­ნო…

ის ახლა ambebi.ge-ს სტუ­მა­რია. გთა­ვა­ზობთ მა­რი­ამ ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს.

– მა­რი­ამ, რო­გორ გაგ­ვეც­ნო­ბით?

– 31 წლის ვარ, სა­ბან­კო სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, დიდი ხანი არ არის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი, აქამ­დე 15 წელი საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მუ­შა­ო­ბაც იქვე და­ვი­წყე. მა­მას წიგნ­ზე მა­ნამ­დე დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი. მერე წიგ­ნის გამო, 4 წლის წინ, აქ ხში­რი ჩა­მოს­ვლა და­ვი­წყე და შე­მოვ­რჩი. ამი­ტომ, ბოლო 6 თვეა, აქ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და დავ­ფუძნ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ფრან­გია და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად ვცხოვ­რობთ.

– ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის გია ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ხართ. მა­სობ­რი­ვად რა­ტომ არ გიც­ნო­ბენ?

– მი­ზე­ზი ალ­ბათ მა­ინც ის არის, რომ ამ­დე­ნი წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, მე­ო­რე ისაა, რომ გიაც ბოლო წლე­ბია, ვიდ­რე წიგ­ნი გა­მო­ვი­დო­და, ერი­დე­ბო­და მე­დი­ა­ში გა­მო­ჩე­ნას. 2010-2011 წლებ­ში რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­სობ­რი­ვად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მიჰ­ყვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ამის გამო ნაკ­ლე­ბად ვჩან­დი. თან თა­ვის წინ წა­მო­წე­ვაც დი­დად არ მიყ­ვარს. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა, თუმ­ცა გიას წრე­ში კარ­გად მიც­ნო­ბენ.

– რო­გო­რია მათი ემო­ცი­ე­ბი, ვინც იგებს, რომ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ხართ?

– არ მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ვი­ღა­ცას უარ­ყო­ფი­თად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ის, რომ მე გიას შვი­ლი ვარ. პი­რი­ქით, სულ თა­ვის დახ­რა მი­წევ­და და მი­წევს, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ გიას შვი­ლი ვარ, ისეთ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ, რომ მე­რი­დე­ბა…

 

მას­ზე ყო­ველ­თვის ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ. ასე ხდე­ბო­და და ხდე­ბა ყველ­გან – თბი­ლის­შიც და სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში. ყველ­გან თბილ დახ­ვედ­რას გვი­წყობ­დნენ, პა­ტი­ვის­ცე­მას ვგრძნობ­დი, არ მქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი მო­მეს­მი­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია. იქ პოს­ტებ­ზე ზოგ­ჯერ ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მხვდე­ბა, რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც მსმე­ნია და არც გა­მი­გია… ად­რე­ულ წლებ­ში იყო ასე­თიც, რომ გა­ი­გებ­დნენ, გიას შვი­ლი ვი­ყა­ვი, ეგო­ნათ, ამას რა­მე­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. ეს უფრო ადრე ხდე­ბო­და, როცა გია პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო, – რა­ღაც­ნა­ი­რად გო­ნე­ბა­ში ჩამ­რჩა. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში არას­დროს ყო­ფი­ლა ისე, გიას სა­ხე­ლი ან გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ან სად­მე მეტ­რა­ბა­ხა და ამის აფი­ში­რე­ბა მო­მეხ­დი­ნა. ეს რომ არას­დროს ყო­ფი­ლა, ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლამ იცის. ასე­თი მიდ­გო­მა მა­ღი­ზი­ა­ნებ­და…

– გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი არ არის. არც ბევ­რს ჰყავს გე­ნე­რა­ლი მამა. რას ნიშ­ნავს გე­ნერ­ლის შვი­ლო­ბა?

– უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რო­გორც კი სა­ხელს და გვარს იტყვი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ეს უკვე რა­ღა­ცებს გა­ვალ­დე­ბუ­ლებს. ასეა არა მარ­ტო ჩემ­თვის, ჩვენს ოჯახ­ში – ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. იტყვი თუ არა, რომ ხარ გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, ძმის­შვი­ლი, უკვე სხვა­ნა­ი­რად უნდა მო­იქ­ცე. დიდი გვა­რია – ყვე­ლა­ნი მჭიდ­როდ ვართ ერ­თმა­ნეთ­თან და სულ მა­გას ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლას­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გან გიას ფი­გუ­რა სხვა­ნა­ი­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ხა­ზის არ გას­მა.

– მა­მის მიერ გან­ვლი­ლი გზა რას იწ­ვევს თქვენ­ში და პი­რა­დად რო­გორ აფა­სებთ?

– მის გან­ვლილ გზა­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ, აქ ორი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია. გია – მე­ო­მა­რი, ანუ დაჭ­რამ­დე ვინც იყო და გია – დაჭ­რის შემ­დეგ… დაჭ­რამ­დე მას არ ვიც­ნობ­დი, რად­გან და­ბა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. 1994 წლის მა­ის­ში და­ვი­ბა­დე, 1995 წელს კი და­იჭ­რა. მას­ზე თუ რამე ვი­ცო­დი, მხო­ლოდ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­ე­ბით. ამ მო­ყო­ლილ ის­ტო­რი­ებ­ში სუ­პერ გმი­რებს რომ უყუ­რებ ფილ­მებ­ში, ჩემ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო… 2000-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში, 7-8 წლის ასაკ­ში მარ­თლა არა­რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს ვის­მენ­დი და ბევრ რა­ღა­ცას ვერ ვი­აზ­რებ­დი, თუნ­დაც ომის მას­შტა­ბებს. ამი­ტომ ჩემს თვალ­ში და წარ­მოდ­გე­ნა­ში გია რა­ღაც სუ­პერ ჰი­როს დო­ნე­ზე იყო, მაგ­რამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი რამ სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე. ამი­ტო­მაც იყო ეს წიგ­ნი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმ სუ­პერ ჰი­რო­შო, რო­მელ­საც მა­ნამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, რე­ა­ლუ­რად მე­ო­მა­რი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნე და გა­ვი­ცა­ნი. თვი­თონ კი წერ­და ამას 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ერ­თად ორ წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რი აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ. ეს მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი დღე­ში 4-5 სა­ა­თი სა­უ­ბა­რი იყო. ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­გორც ვთქვი, სუ­პერ ჰი­როს მიღ­მა რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი.

ამ რე­ა­ლურ ადა­მი­ანს, 25 წლის ბიჭს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დიდი სამ­ხედ­რო ცოდ­ნა და მის ასაკ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­და. რა­ღა­ცებს სა­ო­ცა­რი შე­მარ­თე­ბით და მე­ომ­რის ჟი­ნით აკე­თებ­და, მაგ­რამ ბევრ რამ არ იცო­და, ვერც აღიქ­ვამ­და, ძი­რი­თა­დად ემო­ცი­უ­რად მოქ­მე­დებ­და და არა დიდი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ცოდ­ნით. ლო­გი­კუ­რია, 25 წლი­სას ეს ყვე­ლა­ფე­რი ვერ ექ­ნე­ბო­და. ბევრ რა­ღა­ცა­ში გა­მო­უც­დელს უზარ­მა­ზა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბით ლი­დე­რის ნი­ჭიც ჰქონ­და. ადგა და წინ წა­ვი­და, თა­ვის თავ­ზე აიღო… ეს ჩემ­ში უდი­დეს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს.

მე­ო­რე გია, რო­მელ­საც დაჭ­რის შემ­დეგ ვიც­ნობ­დი, სუ­ლის სიმ­ტკი­ცის სა­ო­ცარ მა­გა­ლითს იძ­ლე­ვა. არ მახ­სოვს, ოდეს­მე ეთ­ქვას, რომ ცუ­დად ვარ, მი­ჭირს. ამი­ტომ, ვერც აღ­ვიქ­ვამ­დი, რომ ცუ­დად შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. წლე­ბი დამ­ჭირ­და, გა­მე­გო, გა­მე­აზ­რე­ბი­ნა ეს, იმ­დე­ნად შე­მარ­თე­ბით იყო.

– რო­დე­საც ეტ­ლში მყოფ მა­მას უყუ­რებ­დით, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

– გიას ეტ­ლში ყოფ­ნა ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, რე­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცია გა­აზ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რის აღ­საქ­მე­ლა­დაც, რო­გორც ვთქვი, წლე­ბი დამ­ჭირ­და. მისი ეტ­ლში ჯდო­მა მხო­ლოდ მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რო­დე­საც ხან­გრძლი­ვად მკურ­ნა­ლობ­და, რაც ჩემ­თვის მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო. ასე ვხე­დავ­დი და ეს მძი­მედ არ აღ­მიქ­ვამს, რაც ალ­ბათ ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო. ისიც სათ­ქმე­ლია, რომ ყვე­ლას არ აქვს ის ფუ­ფუ­ნე­ბა, რაც გიას ჰქონ­და. მის გარ­შე­მო სულ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ტრი­ა­ლებ­და, ძი­რი­თა­დად მისი ბი­ჭე­ბი, მე­ომ­რე­ბი… ისი­ნი უკე­თებ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც სჭირ­დე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა მოვ­ლა სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ მარ­ტო არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ამი­ტომ ჩე­მამ­დე არას­დროს მო­სუ­ლა ის ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც პრობ­ლე­მა. ბი­ჭე­ბი, მე­ომ­რე­ბი, სულ იყ­ვნენ და დიდ საქ­მეს აკე­თებ­დნენ. მათ მეც ბი­ჭებს ვე­ძა­ხი. ჩვენ­თან იყო “ბი­ჭე­ბის ოთა­ხი,“ სა­დაც ისი­ნი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა გა­მოჰ­ყვათ – უმ­ტკი­ცე­სი, რაც დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

– რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა მამა-შვილს შო­რის, მე­გობ­რობთ?

– ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენ შო­რის. ორი­ვეს გვაქვს ეს სამ­ხედ­რო ყა­ლი­ბი, ვხუმ­რობ ხოლ­მე, რომ სამ­ხედ­რო რე­ჟიმ­ში ვარ გაზ­რდი­ლი-მეთ­ქი. რე­ა­ლუ­რად მეც იგი­ვე მიდ­გო­მე­ბი მაქვს გიას მი­მართ, რო­გორც მას. ამას მამა-შვი­ლის კლა­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ და­ვარ­ქმევ, ეს მე­გობ­რო­ბაა. მის სა­მე­გობ­როს­თა­ნაც ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

– წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას არ გით­ქვამთ მის­თვის, – ნე­ტავ, ასე არ მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი ამა თუ იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში-თქო?

– კი, მთე­ლი ორი წელი ამა­ში გა­ვი­და. ფურ­ცელ­ზე ალ­ბათ ყვე­ლა­ნა­ი­რი სცე­ნა­რი გვაქვს სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე გავ­ლი­ლი – თუნ­დაც აფხა­ზეთ­ში შეს­ვლა­ზე. ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, რა იქ­ნე­ბო­და? სა­ბო­ლო­ოდ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვი­გე, რომ საქ­მე ასე მარ­ტი­ვად არ არის. სრუ­ლი სუ­რა­თის აღ­ქმა ურ­თუ­ლე­სია. 30 წლის გად­მო­სა­ხე­დი­დან იმის თქმა, რომ ეს ასე უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა, არას­წო­რია…

– რო­გორ გრძნობს თავს ახლა ბა­ტო­ნი გია, რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი?

– რო­გორც ყო­ველ­თვის – კარ­გად, ვე­რას­დროს გა­ი­გებ, რო­დის არის ცუ­დად და რო­დის – კარ­გად, მა­ში­ნაც კი, როცა ცუ­დად არის. რაც შე­ე­ხე­ბა ცხოვ­რე­ბის სტილს, თა­ვის­თა­ვად ნე­ლია. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ მე­ო­რე წიგნ­ზე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ. 2026 წელს ამას ნამ­დვი­ლად შევ­ძლებთ.

სამ­ხედ­რო რე­ჟიმს რომ ვამ­ბობ, ამ რე­ჟი­მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია რა­ღა­ცე­ბის არ გა­კე­თე­ბა – რად­გან ვთვლით, რომ უნდა გა­ვა­კე­თოთ, ვა­კე­თებთ… სულ ვე­უბ­ნე­ბი, მეს­მის რომ ძნე­ლია, მაგ­რამ უნდა ვი­მუ­შა­ოთ. მინ­და ახალ­გაზ­რდებ­მა ისე გა­იც­ნონ ის, რო­გორც მე გა­ვი­ცა­ნი, ისე წა­ი­კი­თხონ ის ის­ტო­რია, რო­გორც მე. დრო მი­დის, 30 წელი გა­ვი­და. თან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი და­წე­რი­ლა. ამი­ტომ სურ­ვი­ლი მაქვს, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გია ახალ­გაზ­რდებს შე­ვახ­ვედ­რო. თან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ხომ მარ­თლაც დის­კუ­სი­ა­სა და კა­მათ­ში იბა­დე­ბა? დის­კუ­სია უნდა გაჩ­ნდეს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხან­და­ხან ჭირს.

– რა რჩე­ვებს გაძ­ლევთ?

– გია არ არის ადა­მი­ა­ნი, რა­ი­მე რჩე­ვა მოგ­ცეს და და­გა­რი­გოს. ის იტყვის რა­ღა­ცას ისე, შო­რი­დან რა უნდა გა­კეთ­დეს და რა არის სწო­რი. მერე იმ ჩარ­ჩოს შენ თვი­თონ უნდა მო­ერ­გო. პირ­და­პი­რი რჩე­ვე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

– გი­კა­მა­თი­ათ?

– მხო­ლოდ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას. ეს იყო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კა­მა­თი, რო­მელ­მაც მერე სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რა­ღა­ცე­ბი გახ­სნი­ლად და თა­მა­მად მო­ე­ყო­ლა. გვი­კა­მა­თია იმა­ზე, მა­გა­ლი­თად, სა­დღაც რომ არ წა­სუ­ლიყ­ვნენ და ხომ არ ჯობ­და, თავი შე­ე­ნა­ხათ? მაგ­რამ თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლა იყო და ისი­ნი მა­ინც მი­დი­ოდ­ნენ… კი, ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა და მათ­ზე კა­მა­თი ყო­ფი­ლა. გან­ხილ­ვა ჩემი პო­ზი­ცია იყო, მაგ­რამ 30 წლის წი­ნან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის აქე­დან გან­სჯა, ვი­მე­ო­რებ, ძნე­ლია. მაგ­რამ იმ სი­მა­მა­ცეს, რაც მა­შინ გა­მო­ი­ჩი­ნეს, უდი­დე­სი ფასი აქვს. ოთარ ჭი­ლა­ძემ გი­ა­ზე თქვა – “გია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უკა­ნას­კნე­ლი ჯა­რის­კა­ცია“… ამ ნათ­ქვამ­საც უდი­დე­სი ძალა აქვს. თუ რა­ტომ უკა­ნას­კნე­ლი ჯა­რის­კა­ცი? იმი­ტომ, რომ ყვე­ლას­გან შე­დი­ოდ­ნენ, თავს სწი­რავ­დნენ…

– სა­კუ­თარ თავ­ში მა­მის რა თვი­სე­ბე­ბით იჭერთ?

– ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ჭერ ჩემს თავ­ში მის გა­მო­ხედ­ვას. ვიდ­რე რა­ი­მეს იტყვის, თა­ვი­სე­ბუ­რი გა­მო­ხედ­ვა აქვს, მეც ხში­რად ასე ვარ… თვი­თონ ამ­ბობს ხოლ­მე ჩემ­ზე, – ეს რო­გორ შე­მომ­ხე­დაო? – მაგ დროს ჩემ­ში თა­ვის თავს ხე­დავს… მოკ­ლედ და მკაც­რად იცის თქმა, მეტ გან­ხილ­ვას რომ აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მეც ასე ვარ.

– დე­და­ზე რას გვე­ტყვით?

– დედა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის, ისე­თი, მე­დი­ა­ში რომ ჩან­დეს. თათა (თა­მარ) არ­თმე­ლა­ძე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, მუ­შა­ობს, თა­ვი­სი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია აქვს. სა­ერ­თოდ, სა­მი­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ, ვმე­გობ­რობთ. გია და დე­დაც ხში­რად ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მე­გობ­რო­ბენ… მათ ერ­თად თით­ქმის არ უცხოვ­რი­ათ. მე რომ გავჩნდი, რო­გორც ვთქვი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში გია და­იჭ­რა… დედა ცო­ლად 1992 წელს მო­იყ­ვა­ნა. ისე­თი დრო იყო, სახ­ლში არას­დროს იყო. მერე ომი და­ი­წყო, დაჭ­რის შემ­დეგ კი უკვე ხან­გრძლი­ვად გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლობ­და.

– ასე რომ, გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ხართ…

– კი, ასეა. გიას ერთი შვი­ლი მა­რი­ა­მი ჩემი სა­ხით კი ჰყავს, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბის შვი­ლებ­თან ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ მე­გობ­რობს. ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რო­გორც ჩემ­თან. ვე­ტე­რა­ნე­ბის ოჯა­ხებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს და უნდა არ­სე­ბობ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 30 წლის წინ ასე ერ­თად იყ­ვნენ, ამ კავ­ში­რე­ბის გაწ­ვე­ტა არ შე­იძ­ლე­ბა და ამა­ზე ვფიქ­რობთ, ამ ყვე­ლა­ფერს რა ფორ­მა მი­ე­ცეს…

– რას უსურ­ვებთ მა­მას და სა­კუ­თარ თავს?

– გე­გე­მე­ბი უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ სის­რუ­ლე­ში. ეს წიგ­ნი უნდა მი­ვი­დეს ახალ­გაზ­რდა მკი­თხველ­თან. დღეს, როცა ასე გა­ყო­ფი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პრინ­ციპ­ში რო­დის არ იყო, უბ­რა­ლოდ, ახლა უფრო ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მი­მაჩ­ნია, რომ ახლა უნდა გა­ეც­ნონ ახალ­გაზ­რდე­ბი ამ უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ას. კი, ნამ­დვი­ლად მინ­და, 2026 წელს ეს წიგ­ნი ბევ­რმა ახალ­გაზ­რდამ წა­ი­კი­თხოს, რომ გაჩ­ნდეს თემა კა­მა­თი­სა და მსჯე­ლო­ბის­თვის.

– და­ბო­ლოს მამა – გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი თქვენ­თვის რისი მა­გა­ლი­თია?

– სუ­ლის სიმ­ტკი­ცის, – ესაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. გია არის მა­გა­ლი­თი იმის, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ნებ­დე, და­ი­წუ­წუ­ნო, გა­ტყდე. თა­ვად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, შე­ქე­ბა არ უყ­ვარს და ვცდი­ლობ, ზედ­მე­ტად არ შე­ვა­ქო. ეს მას არ უყ­ვარს…