გია ნოდია: ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება არის “გოთვერნული” ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან

“მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება არის ძალიან ჭკვიანური (სხვა ტერმინით – “გოთვერნული”) ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან.
ზოგადად, მისი დიდი წარმატებაა ოპოზიციის გახლეჩა არჩევნების მოიკოტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის; ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს ამ გახლეჩას და, ობიექტურად, ამ პოლიტიკოსების დისკრედიტაციაზე მიმართული ნაბიჯია. ბუნებრივია, მებოიკოტე ფლანგმა ჩათვალოს, რომ მათ “იყიდეს“ თავისუფლება ივანიშვილის მიმართ ლოიალობის დემონსტრირებით.
მათი მხრიდან განსაკუთრებით ჭკვიანური სვლა იქნებოდა უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე (შესაძლო სხვა ვარიანტი: თანხმობა იმ პირობით, რომ ხელისუფლება სხვა პოლიტპატიმრებსაც შეიწყალებს – მერე რა, რომ ისინი ბოიკოტის პოზიციაზე დარჩებიან).
(სანამ ამას ვწერდი, ვნახე, რომ ბევრი სხვაც ასე ფიქრობს. ძალიან კარგი)” – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ლელოს ლიდერების შეწყალებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…