სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.
„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას, სამება დიდწილად მისი ფულითაა აგებული. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიამ ის იქადაგოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, ან მისი ინტერესების გამტარი იყოს – ეს იგივე ლოგიკაა“, – აღნიშნა ნოდიამ.




