გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას- ვინც, სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, საზოგადოების დაყოფას, ქართველი არ არის

გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას- ვინც, სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, საზოგადოების დაყოფას, ქართველი არ არის
ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას. ძალიან არ ვეთანხმები მათ, ვინც ოდნავ მაინც სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, რომ დაიყოს საზოგადოება. ის არის ეშმაკის მოგზავნილი, არაა ქართველი“, – თქვა “პრაიმ ტაიმთან” საუბრისას გია ნიკოლაძემ.
მისივე თქმით, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.
„ვიღებ მონაწილეობას საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებში. რადგან, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, კატასტროფის წინაშე ვიქნებით. სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია. ჩვენმა მტერმა უკვე მიაღწია და დაგვაჯახა ერთმანეთს. ახლა, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და განვიცდი ამ ნაცემ ბავშვებს, მაგრამ მთავრობას ვუჭერ მხარს, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა აიწეწოს სიტუაცია“, – გვითხრა გია ნიკოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით