გია ვოლსკი „MEGOBARI აქტზე“ – აუცილებელი იყო საპასუხო განცხადების გაკეთება ელემენტარულად იმისათვის, რათა სიჩუმით თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ

აუცილებელი იყო [„MEGOBARI აქტზე“ საპასუხო] განცხადების გაკეთება ელემენტარულად იმისათვის, რათა ამ სიჩუმით, თითქოს, თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ – უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ მე ვფიქრობ, ეს კონგრესისთვისაც იქნება საყურადღებო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ პარლამენტის მიერ შემუშავებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მმართველი პარტია „MEGOBARI აქტის“ შინაარსს აფასებს როგორც უსამართლოს და რეალობასთან შეუსაბამოს.
„რაც შეეხება მეგობრად წოდებულ აქტს – აქ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ძირითადი თემა, რომელიც ჩვენ არათუ არასამართლიან დამოკიდებულებად მიგვაჩნია, არამედ მიგვაჩნია გეგმაზომიერ სიცრუედ, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. არა „ქართული ოცნების“, არამედ, ზოგადად, საქართველოს ინტერესები, ვინაიდან აბსოლუტურად აბსურდია ის, რომ საქართველომ თავისი პოლიტიკა დაუკავშირა, მაგალითად, ირანს ან საგარეო კურსი შეცვალა და ს ორბიტაზე აღმოჩნდა. ასეთი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, მით უმეტეს, 2012 წლიდან. ისე წარმოჩენა თითქოს საქართველომ თავის საგარეო კურსში რაღაც შეცალა, უსამართლოა. აქტის შინაარსის ვაფასებთ როგორც უსამართლოს და შეუსაბამოს იმ რეალობასთან, რომელიც დღეს არსებობს.
არ შეიძლება საქართველოს პოზიციის ცალკე განხილვა იმ ვითარებიდან, რომელიც, ზოგადად, მსოფლიოში არსებობს. პროცესები მიდის. ზოგადად, საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გარდა ამისა, ჩვენს საზოგადოებას ჩვენს პოზიციას ვუზიარებთ. არ შეიძლება ჩუმად იყო, როდესაც ვთქვათ, არჩევითი ორგანო შენს მიმართ ასეთ განცხადებას/რეზოლუციას ავრცელებს და შენ ამასთან დაკავშირებით არ გქონდეს კომენტარი. აუცილებელი იყო ამ კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისათვის, რათა ამ სიჩუმით რაღაც თითქოს, თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე, რაც მოვისმინეთ. უსამართლობა იმდენად აშკარაა, რომ მე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესისთვისაც იქნება საყურადღებო,“ – განაცხადა ვოლსკიმ.