– ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ „სამსახურისთვის“ ხელფასს იღებენ

ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ „სამსახურისთვის“ ხელფასს იღებენ – სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ და ამაში ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირების მხრიდან, უნისონში გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, რომლის მიზანი საკუთარ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელებაა.

 რომ თავის განცხადებას უარყოფს, ეს გარკვეული პოზიციაა, რომელიც შეიძლება იმ შემთხვევაში გამოადგეს, თუ გამოძიება უფრო ღრმად დაინტერესდება მის მიერ გაკეთებული განცხადებით და იმ ზარალით, რაც შეიძლება ქვეყანას მიყენებოდა. მან ქვეყანას ზარალი უკვე მიაყენა. ფაქტია, რომ შეკვეთა იყო. ამბობს, რომ გარკვეულ საშიშროებაზე მისი მიზანი ყურადღების მიქცევა იყო და მან გაიგო და გაიმეორა, რომ საქართველოში ტერორისტები მზადდებიან, ეს სიცრუეა. ფაქტია, რომ სცენარი ერთია. ყველაფერი ზედაპირზეა – ხიდაშელი, კაპანაძე, კანდელაკი, სააკაშვილი, სანიკიძე ის ადამიანები არიან, ვინც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან და ამ “სამსახურისთვის” ხელფასს იღებენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება პროფესიად ჩამოაყალიბეს, ამით ცხოვრობენ და ამაში ხელფასს იღებენ. ასე მუშაობენ და ეს მათი პროფესია გახდა. უნისონში გაკეთებული განცხადებები ვნახეთ, რომლის მიზანია, საკუთარ ქვეყანაზე დარტყმების განხორციელება, რასაც არანაირი გამართლება არ გააჩნია. რაიმე მტკიცებულებაც რომ არსებობდეს, ვალდებულები არიან, ეს ინფორმაცია შესაბამისს უწყებებს მიაწოდონ. როცა ასეთ განცხადებებს საჯაროდ აკეთებენ, რასაკვირველია, აქ მიზანი სხვაა,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, , ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი  და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ, თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა. გუშინ, სუს-ში გამოკითხვაზე ასევე, იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.

გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

ზემოაღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.

მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.