გია ვოლსკი – ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია – ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს

ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის -ის ახალი ადმინისტრაცია – ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
ვოლსკი ამბობს, რომ იმედი აქვს ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის და „მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული“.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამართლიანი პოზიცია ექნება იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ტრამპს, მის უშუალო სიახლოვეში მყოფ თანამდებობის პირებს, რომლებიც ახლახან დაინიშნენ, განსაკუთრებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ყოველთვის ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მათ რაღაც კავშირი გააჩნიათ რუსეთთან, მაშინ როდესაც ერთადერთი, რისკენაც ისინი ისწრაფვიან, არის მშვიდობა და მსოფლიოს გადარჩენა ნგრევისაგან. იგივეა ჩვენი მდგომარეობა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. მსოფლიოს პროცესებზე ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერ/არ შევდივართ რუსეთთან დაპირისპირებაში. ამას თუ ხაზი გადაუსვეს და თქვეს, რომ ეს ასე არ არის, სხვანაირად არის, ან ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამ მიზეზით გამოხატა, რასაც ჯო უილსონი ქადაგებს. მე ვფიქრობ, ეს სწორედ ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მთლად არ არის დამარცხებული, მთლად არ არის „ეშვებდაძრობილი“ „დიფ სთეითი“ და „ომის პარტია“. კიდევ ერთი უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ – არ არსებობს ძალა, რომელიც გადაგვათქმევინებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგომას. არ არსებობს ეგეთი რესურსი. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შესაბამის დასკვნებს გამოიტანს იქიდან, თუ როგორ, რა მეთოდით და მიზეზებით და რა მოგონილი ლეგენდებით ებრძვიან ახალ ადმინისტრაციას. პატარა ანალიზი სჭირდება მხოლოდ იმას, რომ პარალელი გაავლონ ამ ვითარებაში, მოძებნონ საერთო საქართველოს ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ყოფას შორის. ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს. ერთ-ერთი მცირე ფლანგი არის საქართველო. აქაც იგივე ბრძოლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზული იმედი მაქვს, ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს არ გაჭრის, ჯო უილსონის მოწოდებები, მისი ეს უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული,“ – განაცხადა ვოლსკიმ.