გია ვოლსკი – შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ ლევან ხაბეიშვილი – ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა ელენეს უნდა, რომ წამოეწიოს – არ გაუჭირდება გირაოს გადახდა

შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ – ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა [ელენეს] უნდა რომ წამოეწიოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ წარწერას – „რუსული ოცნება გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას გირაოს გადახდა არ გაუჭირდება.
„შეჯიბრი მიმდინარეობს, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია: გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრში წინ გაიჭრნენ გედი და ლევანი და ახლა [ელენეს] უნდა რომ წამოეწიოს. მეორეც – არ გაუჭირდება არც გირაოს გადახდა, ვინაიდან თუ ვინმე ვინმეს აფინანსებს და მხარს უჭერს, ეს არის და ხოშტარიას ოჯახი. ყოველთვიურად უშველებელი თანხები შემოდის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და ვფიქრობ, ეს ეჭვები საზღვარგარეთაც არსებობს. განსაკუთრებით, იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება, მათთვის დასამტკიცებლად, რომ იგი იღებს თანხებს. როგორ შეიძლება ამ ვითარებაში, ასე აზიანებდე ქვეყანას. მხოლოდ ერთადერთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. ერთი, რომ მსოფლიოში ისეთი რეალობაა შექმნილი, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონკრეტულად ცივსისხლიანი პოლიტიკისათვის, რომელიც აქ არ ყალიბდება. მეორე – რეალურად, რუსეთი, რასაკვირველია, პოლიტიკურად იგებს მაშინ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება სწორედ ამ მიზეზით, რომ თურმე, ევროკავშირისკენ არ მიდის და მიდის რუსეთის ორბიტაზე. ეს ორივე შემთხვევა არის გასაერთიანებელი და ერთი დასკვნა გასაკეთებელი – ქვეყანას ებრძვიან საკმაოდ სერიოზული მეთოდებით, მაგრამ ეს მებრძოლი არ არის მხოლოდ ერთი, ბევრი მხარე არის დაინტერესებული საქართველოს დესტაბილიზაციით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
დაკავების მიზეზი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა.
კერძოდ, გამოძიება, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს – აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არის – სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან