– შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე გავიდეს „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან – რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს

შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე გავიდეს „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან – უნდათ, რომ გაჰყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს და ესაა ადამიანების გაერთიანება, რომელიც გარკვეული ინტერესების საფუძველზე, საკუთარ ქვეყანას უტევს“.
„დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით, ხვალ შეიძლება ერთმანეთს მოეფერონ. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უსამშობლო ადამიანთა გაერთიანება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი ის, რომ არ არსებობს საქართველოში ოპოზიცია. ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, რომლებიც გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ საკუთარ ქვეყანას. ეს არ არის ოპონირება. ოპონირება შეიძლება ყველა თემაზე: მედიათავისუფლების, ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის შესახებ, თუმცა ასეთი რამ არ გაგვიგია. უკვე წლების მანძილზე, ჩვენ ოპოზიციის გარეშე ვარსებობთ. ოპოზიცია, რომელიც იყო პარლამენტში, სრულიად საბოტაჟის რეჟიმში იყო ყოველთვის. ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არასდროს გვინახავს. ერთი იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „გირჩი“ რაღაც თემებთან დაკავშირებით მსჯელობდა, ისიც მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევა არ გვქონია. აქ არის ლაპარაკი გააფთრებულ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ ამოცანას, როგორმე ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. დამთავრდა, აქ ოპონირება დამთავრებულია. თუკი პოლიტიკურ სივრცეში გამოვა ახალი ძალა, რასაკვირველია, ისიც ძალიან საეჭვოა, რომ აი, ამ ფერხულში არ ჩაებას. რადიკალური ოპონირების კი არა, არამედ, რევოლუციური პროცესის ფერხულში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე