გია ვოლსკი – ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად – ჩვეულებრივი ამბავია, როცა აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე, მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ

ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე – მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ „სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება“.
„ღალატი იქცა ჩვეულებრივ პროფესიად. ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც აიღებ, შეკრავ სიცრუის დიდ გუდას და ამ გუდით ჩახვალ რომელიმე ევროპულ ფორუმზე. შემდეგ მოხსნი გუდას თავს და რასაც გინდა საუბრობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს ეს ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას აკმაყოფილებს ქვეყანაში, თითქოს ვიღაცას გულს უფხანს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ქვეყნის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებებია. არამარტო ღია მოქმედებებზეა საუბარი, აქ საუბარია კონსპირაციაზეც, რომელიც ძალიან ადვილად იკითხება მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გაანალიზებ ვითარებას – ვის უნდა ომი? რისთვის არის ეს ომი საჭირო? რა სჭირდება ევრობიუროკრატიის გარკვეულ დონეებს. იგივე -ის ყოფილი ადმინისტრაციის რესურსი რისკენ არის მიმართული და ამას ემსახურები. ზედაპირზე გამოგაქვს სულ სხვა რიტორიკა, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში, ფარდის მიღმა აწარმოებ შენი ქვეყნის ისეთ საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის საომარ ცეცხლში „შეყვანაზე” ქვეყანაზე. რასაკვირველია, ეს ქვეყნის ღალატია, რაც პროფესიად იქცა. ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება. რასაკვირველია, უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები და არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე მექანიზმი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.