გია ვოლსკი – “ქართული ოცნება” ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს – არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არა მარტო სიტყვიერია, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, ს შეფასებით, „ქართული ოცნება“ შიდა და გარე გამოწვევებთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატურ პოლიტიკას ატარებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე ხმების მაღალ მაჩვენებელს, სავარაუდოდ, სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს.
„როდესაც მსოფლიოში სიტუაციის ანალიზს აკეთებ, ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, შიდა და გარე გამოწვევები, რა ზოგადად გვაქვს, ამასთან დაკავშირებით ყველაზე ადეკვატური პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს არ არის რაღაც მოგონილი თემა. ჩამოყალიბებულია ფორმულა იმის მიხედვით, თუ რა განწყობებია საზოგადოებაში. რასაკვირველია, აქ საზოგადოებრივი აზრის სწავლაც მიდის, მაგრამ რეალობა უნდა დავინახოთ მონაცემებში.
გინდ ეკონომიკური მართვის სისტემა ავიღოთ, გინდ ციფრები და გინდ ის მაჩვენებელი, რასაც სტაბილურობის შენარჩუნება ჰქვია მსოფლიო ისტორიის ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი ტურბულენტური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ იმ მხარეს, სადაც სტაბილურობის გარანტია არის არა მარტო სიტყვიერი, არამედ რეალური, გაცილებით მეტი მხარდაჭერა იქნება, ვიდრე იმ მხარეს, რომელიც ნგრევას, დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას გვპირდება“,-განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეხება ოპოზიციური პარტიების მიმართ განწყობებს და მათ შანსებს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში უნდა რჩებოდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა გააჩნია.
„ქვეყნის წინაშე გამოწვევები ძალიან დიდია. რასაკვირველია, პოლიტიკაში უნდა რჩებოდეს ყველა პოლიტიკაში ძალა, რომელსაც ას თუ ისე გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა. უნდა იყოს დაფინანსებული, უნდა იზრუნონ თავისი პარტიის განვითარებაზე, პროგრამების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ პარლამენტიდან სახელმწიფო პროცესების მართვა, რასაკვირველია, გაცილებით უფრო დიდი ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან უნდა ხდებოდეს.ეს არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და სწორედ ეს განაპირობებს სტაბილურობას, გამორიცხავს გარიგებებს, პოლიტიკურ შეთანხმებებს გარკვეული გამოჩენის მისაღებად“, – განაცხადა ვოლსკიმ.