გია ვოლსკი – უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა

უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – რევოლუციური სცენარი არსებობს და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
„სულ რომ არ გაკეთდეს პრეზიდენტის მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება, ყველა ხედავს, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა რასაც ის აკეთებს.
ევროინტეგრაციისთვის საჭიროა ისეთი ძალისხმევა, რომელსაც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, მთავრობა მიჰყვება. ყველა რეიტინგში გადავუსწარით ყველა კანდიდატ და ბევრ ევროპულ ქვეყანას – ადამიანის უფლებები, ეკონომიკური მაჩვენებლები, სამართლებრივი საკითხები და უამრავი სხვა, რაც სწორედ ის არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს წარმატებულს ხდის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეზიდენტი და სხვა დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები იმ მიზნით მოქმედებენ, რომ როგორმე ამ ვითომდა ევროპული ინტერესით დააზიანონ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რაც ასე რთულად იქნა მოპოვებული. მას პოლიტიკური მიზანი აქვს. არავითარი ევროპა ამ ინტერესში არ შედის. ევროპის თემა მხოლოდ იმისთვის არის მოგონილი, რათა ახალგაზრდებს ჭკუა დაუბნელონ და უთხრან, რომ ევროპის საწინააღმდეგო ქმედებები აქვს ჩადენილი, ან აპირებს რომ ჩაიდინოს საქართველოს ხელისუფლებამ.
უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – რევოლუციური სცენარი არსებობს და სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერია, რომელიც მის ქარტიაში გაერთიანდა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს