გია ვოლსკი – სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ ტალიაშვილის მისვლა გუშინდელ მოვლენებს არ უკავშირდება – იყო საქმიანი საუბარი, ასევე, პირადად ტრამპმა გამოუგზავნა საჩუქარი, მათ შორის, ცნობილი ქუდი წარწერით: Make America Great again

რაც შემიძლია დაგიდასტუროთ – იყო საქმიანი საუბარი და გარდა ამისა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ტრამპმა პირადად გამოუგზავნა სუვენირი, საჩუქარი – მათ შორის, ცნობილი ქუდი: Make America Great again, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ თამარ ტალიაშვილი -ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.
მისი თქმით, ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარება აბსოლუტურად არ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს.
„რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის მისვლას სახელმწიფო დეპარტამენტში, ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება არც გუშინდელ მოვლენებს და არც იმ ადამიანების აქტიურობას, რომლებიც იჩემებენ, რომ ადამიანის წამება ან მოლოტოვის კოქტეილით დაწვა თითქოს ევროპული სტანდარტია. რაც შემიძლია დაგიდასტუროთ – იყო საქმიანი საუბარი და გარდა ამისა, შემიძლია დაგიდასტურო, რომ ტრამპმა პირადად გამოუგზავნა სუვენირი, საჩუქარი – მათ შორის, ცნობილი ქუდი: Make America Great again. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.