გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში – „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში – შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს, ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, ვერ გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს მითი, თითქოს, ოპოზიციაში შეუთანხმებლობა არსებობს, თუმცა რეალურად, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ მთავარი, რაზეც შეთანხმება არსებობს, არის ის, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით გადააყენონ და რიგგარეშე ს მოთხოვნასთან დაკავშირებით მუდმივი მოთხოვნა სწორედ რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საგანგებო ნაწილია.
„სალომე ზურაბიშვილს გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება ცალკეული გამოხტომები არის გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, არჩევნების ბოიკოტი, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება, რიგგარეშე არჩევნების უსაფუძვლო მოთხოვნები არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა ფხა, რომ გაეერთიანებინა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ევრობიუროკრატიამ ყველაფერი ჩადო მასში. შეხვედრები მოუწყვეს, ქარტია დაუწერეს და ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშაც უნდა გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა. „არა შეჯდა მწყერი ხესა“, არა იყო გვარი მისი. ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი – ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, როლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ ჩხრეკაზე – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების პროტესტი – ვაგროვებთ ყველა მონაცემებს, რათა უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს დაუწესდეთ სანქციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩხრეკაზე – ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა – მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია