გია ვოლსკი – საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება”.
ვოლსკის თქმით, სარჩელში საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელმაც „უსაშველო პრობლემა შეუქმნა საქართველოს“.
„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისობაში არის თუ არა ის სარჩელი, რომელიც განსახილველად შევა. საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელმაც უსაშველო პრობლემა შეუქმნა საქართველოს. დღემდე არის ოკუპაცია ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტანჯავს. უამრავი ადამიანია დაზარალებული – ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის საშუალებით, რომელსაც “ნაცმოძრაობა” იყენებდა. უფრო მეტიც, დღემდე აგრძელებენ მცდელობებს, რომ ხელისუფლებას დაუბრუნდნენ და არანაკლები ტერორი მოაწყონ ქვეყანაში. დღეს უფრო მძიმე მდგომარეობაა, რადგან ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ ფანტაზია რომ ასრულდეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და ოჯახები, ვიდრე 2012 წლამდე იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.