გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე – ეს არის თვალთმაქცობა, რათა მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას წინაპირობა და გამართლება შეუქმნას

სალომე ზურაბიშვილს სურს მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას წინაპირობა და გამართლება შეუქმნას , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, შეიქმნება ახალი გაერთიანება, სადაც ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ადამიანები, გახარიას პარტია და „ლელო“ იქნება, ასევე, შესაძლოა, მათთან ვიხილოთ და ნინო ლომჯარია.
“გარკვეულწილად თვალთმაქცურია ეს განცხადება, ვინაიდან, ის, რომ საქართველო ევროპულ მომავალს აცდა და ხელისუფლება ამ მიმართულებით არასწორად მოქმედებს, ამის თაობაზე დიდი ხანია ლაპარაკობს საკმაოდ ხისტად, უხეშად, ხშირ შემთხვევაში ყალბად, რეალურად აპირებს პოლიტიკაში ჩაერთოს. მის პოლიტიკაში ჩართვას წინ უნდა უძღოდეს რაღაც მიზეზი და მიზეზს წინასწარ იგონებს.
თვალთმაქცობაა რასაკვირველია, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არავითარი აცდენა არ აქვს ევროპულ კურსთან დაკავშირებით, გარკვეულ თემებზე თავის პოზიცია გააჩნია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია არაფერში, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ მიმოსვლა. ამიტომ კონცეფცია, რომ თითქოს, ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის, ეს არის თვალთმაქცობა, რომ მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას წინაპირობა და გამართლება შეუქმნას.
სიღრმისეული ანალიზი არ ჭირდება იმას, რომ ყალიბდება გარკვეული კონგლომერატი პოლიტიკური სუბიექტებისა, რომლებმაც უნდა გადალახონ 5 – პროცენტიანი ბარიერი: ახლადგამოჩენილი “ნაციონალური მოძრაობა – „მეტი თავისუფლება” პირობითად, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ, გახარიაც იქვეა, ძალიან ძალუმად აგინებს “ნაცმოძრაობას”, მათთან ერთად კი ცხოვრობს პოლიტიკურ სივრცეში, “ლელო” რასაკვირველია, ეს ყველა ერთად არის “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელსაც სურს გადალახოს 5 – პროცენტიანი ბარიერი, ისევე როგორც 5 – პროცენტიანი ბარიერის გადალახვის იმედი აქვს “ნაცმოძრაობას”, რომელიც კეზერაშვილის ხელში დარჩება. აქედან გამომდინარე სურთ შექმნან ერთობა, რომელიც სათითაოდ წაგების შემთხვევაშიც კი ერთობლივად შექმნიან უმრავლესობას, როგორც ეს თუნდაც პოლონეთში მოხდა. ეს გეგმა, აზრი და ხედვა იკითხება. დარწმუნებული ვარ სწორედ ამ გზით განავითარებს თავის აქტივობას ეს ჯგუფი, შეიძლება ვინმე დაემატოს, მაგალითად ლომჯარია, გვარამია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ