გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას მოიაზრებს, ადგილობრივი ს პარალელურად.
გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა სტაბილურობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და თვითმყოფადობის დაცვაა, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს საზოგადოების დიდი უდიდესი ნაწილი არჩევნების დროს მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა, რომლის დამოკიდებულებაც არის – „ევროინტეგრაცია ყველაფრის ფასად“.
„ისედაც, როდესაც „ქართული ოცნება“ გადის არჩევნებზე, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაცია საინტერესოა და ამავე დროს, იმ კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის დაცვა, რომელიც ახასიათებს და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიმბოლო. ეს არის ჩვენი ხელწერა, სტაბილურობის შენარჩუნება, ევროინტეგრაციის პროცესის განვითარება და თვითმყოფადობის დაცვა. როდესაც „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევ და მხარს უჭერ, ნიშნავს, რომ შენ ამ პრინციპებს უჭერ მხარს. რომ არა საზოგადოების მხრიდან ამ პრინციპების მხარდაჭერა, მაშინ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იქნებოდა. იქნებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვა მიმართულებას ავითარებს – ევროინტეგრაცია ყველაფრის ფასად. ბნელი აზრები აქვთ – დესტაბილიზაცია და ისეთ პროცესებში ჩართვა, რომელიც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია და საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის გასაგებია, უფრო ახლოს არის და აქედან გამომდინარე ვიგებთ არჩევნებს მერამდენე წელია. მე ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს. არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი.
ხალხი ცხვრის ფარა არ არის, ანუ ისეთი რამ მიყიდო, რომელიც მისთვის მისაღები არ არის, საზოგადოება თავის პოზიციას გამოხატავს, არჩევნების დროს ხმას აძლევს იმ პარტიას, რომელიც გულახდილი, გულწრფელი, გამჭვირვალეა და არაფერს მალავს. მათი მხრიდან ნარატივი, რომ „ხალხს აჩვევენ“, „უნდათ, რომ ხალხი მოატყუონ და ნაცარი შეაყარონ“, ქართულ საზოგადოებას არ ეკუთვნის.
ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოპონენტები არ ამბობენ იმას, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, თუ ამბობენ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოება მოატყუონ და აღარ ტყუვდება ეს ხალხი და ვერ მიხვდნენ. ამიტომ ოპონენტების დამოკიდებულებას არა თუ არ ვეთანხმები, არამედ მავნებლობად მიმაჩნია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა