გია ვოლსკი – ორი პარალელური სამყარო არ არსებობს, არსებობს ერთი სამყარო, რომელშიც ეს უნიათო მარიონეტები ცდილობენ, ქვეყანა აურ-დაურიონ – „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ არის სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი

ორი პარალელური სამყარო არ არსებობს, არსებობს ერთი სამყარო, რომელშიც ეს უნიათო მარიონეტები ცდილობენ, ქვეყანა აურ-დაურიონ – „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ არის ს ფაქტორი – უნიათო ადამიანია, რომელიც აზრზე არ არის რა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, აქცია მნიშვნელოვანწილად სცილდებოდა იმ იდეას, რასაც საქართველო ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ იყო შეძახილები „საქართველო“.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუციური პროცესის განვითარება და ქვეყნის ნგრევა წარმოადგენს.
„აქცია მნიშვნელოვანწილად სცილდებოდა იმ იდეას, რასაც საქართველო ჰქვია, მიუხედავად იმისა რომ იყო შეძახილები „საქართველო“. პაატა ბურჭულაძეც ეცადა, რომ პუტინისთვის მომღერალ კაცს, თავის თავი წარმოედგინა როგორც საქართველო. ამბობდა, მე ვარ საქართველოო. იყო მცდელობა, ყველაფერი, მაგრამ ვერ შედგა ეს მცდელობა. ბოლოს „უსტვინეს“ „ენა, მამული, სარწმუნოების” ლოზუნგით გამოსულ ადამიანებსაც და შეეცადნენ, რომ 26 მაისს ამის კომპენსაცია მოეხდინათ. ეს არის იმდენად სასაცილო, უნიათო თამაში, თანაც უსინდისო, რომ რასაკვირველია, ამის უკან რა ბოროტებაც არის ჩადებული ყველასთვის ნათელია. ბოროტება, რომელიც არ ნელდება, რომელიც ჩვენს მიმართ ასეთი მუდმივი უტიფარი შეტევით ხასიათდება. ეს არის შინაარსი. ორი პარალელური სამყარო არ არსებობს. არსებობს ერთი სამყარო, რომელშიც ეს უნიათო მარიონეტები ცდილობენ, ქვეყანა აურ-დაურიონ. [სალომე ზურაბიშვილის] არაფერი ფაქტორი არ არსებობს. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ არის სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი. უნიათო ადამიანი, რომელიც აზრზე არ არის რა ხდება. უნდა თავი პატრიოტად წარმოადგინოს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის სტუმრად ჩამოსული ევროპარლამენტარი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რასაც საქართველოს ნგრევა ჰქვია. აშკარად დაბნეულია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არ არის ქართული სულით განწყობილი და რასაკვირველია, აჰყვება იმ სტრატეგიას, რასაც ჰქვია ქვეყნის ნგრევა. უნდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა ჩაითრიოს ამაში, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ, რომ არ შეუძლია. მეტი ინტელექტი არ აქვს, გარდა იმისა, რაც თავში აქვს ჩადებული და რასაც კარნახობენ,” – განაცხადა ვოლსკიმ.
გარდა ამისა, მან არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არა გულუბრყვილობას, არამედ მავნებლური იდეის გატარების მცდელობა ნიშნავს.
მისი თქმით, „მათ უნდათ სულელური წინადადებების შემოთავაზება სპეციალურად იმისათვის, რომ როგორმე არ იქნეს დაშვებული და გარკვეულ პირობებს უყენებენ ოპოზიციას, ვისაც განზრახული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობა მიიღონ”.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ ნიშნავს გულუბრყვილობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის მავნებლური იდეის გატარების მცდელობა საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს სინამდვილეში. აქ მთავარია, რომ სხვა მიმართულებები, სხვა ინტერესებია. იუკნევიჩიენეს ჩამოსვლაც აბსოლუტურად სხვა ინტერესს უკავშირდება – დაძაბულობის შენარჩუნება, რევოლუციური პროცესის განვითარება. განცხადებები ბალტიისპირეთის, რომ მათ ემუქრება და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიის განვითარება, რასაკვირველია, მათთვის მისაღებია. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანას ემსახურება სალომე ზურაბიშვილი, თუმცა იმ მარიონეტობაშიც სერიოზული პრობლემები გააჩინა, როცა საკუთარ აზრს გადმოსცემს, ან საერთოდ უნდა, ვიღაცის ნაკარნახევი, სუფლიორის ტექსტი წარმოუდგინოს საზოგადოებას. მე მგონი, ეს ძალიან აშკარად გამოჩნდა გუშინაც, გუშინ წინაც და მე ვფიქრობ, ხვალისთვის ძალიან აქტიური იქნება.
არაფერი მეტი კონკრეტიზაცია არ არსებობს, არავითარი არჩევნები. ამათ არ უნდათ არჩევნები. ამათ უნდათ სულელური წინადადებების შემოთავაზება სპეციალურად იმისათვის, რომ როგორმე არ იქნეს დაშვებული არჩევნები და გარკვეულ პირობებს უყენებენ ოპოზიციას, ვისაც განზრახული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობა მიიღონ. ამათ არ სურთ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების იდეის გაჟღერებაც კი, როდესაც ერთად იკრიბებიან და საქართველოსთან დაკავშირებით ბოროტ აზრებს გამოთქვამენ. ეგ არის მათი კრედო. ამიტომ არის ჩამოსული იუკნევიჩიენე და ამიტომ ვისმენთ აგრესიულ განცხადებებს, რომელიც ყოველდღიურად აჩვენებს არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს, რომ სისხლი უნდა იღვრებოდეს, ცრემლი უნდა იღვრებოდეს. ეს არის მათი ამოცანა. ამ ამოცანის შემსრულებელი ერთ-ერთი მარიონეტი არის სალომე ზურაბიშვილი, ისიც უნიათო,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ “არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ იქნება „ქართული ოცნების“ წესებითა და მანიპულაციის ქვეშ”.
მისი თქმით, უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი არჩევნები, ან შესაძლებელია ერთდროულად ორივეს ჩატარება, რისთვისაც საჭიროა მზადება.
„არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო, მერე ადგილობრივი ან ერთობლივად. ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, ამისთვის აუცილებელია მზადება,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.