გია ვოლსკი ომბუდსმენს – მზადდებოდა „მაიდნის“ სცენარი და რეალურ სიტუაციას თუ შეაფასებთ, ეს არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს – თქვენ უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოთ

ვფიქრობ, მზაკვრული, კონსპირაციული გეგმა იყო, რომ პოლიცია და მომიტინგეები ფიზიკურად დაპირისპირებულიყვნენ ერთმანეთთან, რადგან საგარეო უწყებებიდან გაკეთებული განცხადებები ვიხილეთ, საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები, პირდაპირ „მაიდნის“ სცენარის გამეორებისკენ მოუწოდებდნენ – თუკი რეალურ სიტუაციას შეაფასებთ, ეს არანაირად არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს, – ასე მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის 2024 წლის ანგარიშს წარადგენს.
ვოლსკის თქმითვე, „შენიშვნები ტენდენციების დახასიათების გარეშე არ გამოვა“.
„თქვენი განცხადება, ნებისმიერი საკითხის შეფასება უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ მოუძებნოს ვერავინ რაიმე ობიექტური, საფუძვლიანი კრიტიკა. ვფიქრობ, რომ სცენარი იყო მზაკვრული, კონსპირაციული გეგმა იყო, რომ პოლიცია და მომიტინგეები ფიზიკურად დაპირისპირებულიყვნენ ერთმანეთთან. იმიტომ, რომ ჩვენ ვიხილეთ საგარეო უწყებებიდან გაკეთებული განცხადებები, უცხოელებზე ვამბობ. საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები. პირდაპირ მოუწოდებდნენ „მაიდანის“ სცენარის გამეორებისკენ. ეს ყველაფერი მოხდა. ეს არანაირად არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს, თუკი რეალურ სიტუაციას შეაფასებთ, ხელისუფლებას შენიშვნას მისცემთ, როგორ უნდა ემოქმედა იმ დროს. ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე, უნდა შეაფასოთ. ალბათ, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებიც უნდა დაიხმაროთ. გერმანიის, საფრანგეთის, სხვა დემოკრატიების, -ის მაგალითებიც შეგიძლიათ მოიყვანოთ. ვისაც ეხება – ოპოზიცია იქნება თუ უმრავლესობა, საერთოდ პოლიტიკაში არმყოფი ადამიანების მთელი უშველებელი არმია, თქვენ მათთვის უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოთ. სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც მხარი დაგიჭირეთ. იმიტომ, რომ ყველა ნიშანი გაქვთ საამისოდ.
რასაკვირველია, როდესაც მოვისაკლისებთ რაღაც ინფორმაციას… მე ვწუხვარ იმ პოლიციელებზე, არა იმიტომ, რომ სამართლიანად მიმაჩნია გარკვეული კონკრეტული საკითხი, როგორც პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, არამედ იმიტომ, რომ ისინიც ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდა თაობაა, თავგანწირული თაობაა თავისი ქვეყნისთვის. რასაკვირველია, მათაც სჭირდებათ იმის თქმა, რომ თქვენ დგახართ სახელმწიფო ინტერესების დაცვის პოზიციაზე, მაგრამ ამავე დროს, სტაბილურობას იცავთ, თქვენ ყველასთვის ხართ და რაღაც შემთხვევაში თქვენ გადააჭარბეთ იმ უფლებებს, რაც გქონდათ. შემდეგ შენიშვნები. შენიშვნები რამდენიც გნებავთ, მაგრამ ტენდენციების დახასიათების გარეშე, ეს არ გამოვა. ეს შეკითხვად ჩათვალეთ, ეს არ არის რიტორიკული გამოსვლა. ჩვენ ასეთი სახალხო დამცველი გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ყველა მონაცემი გაგაჩნიათ, თუ, რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები არ გაქვთ, რაზედაც თეა წულუკიანმა ისაუბრა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.