არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“ – უამრავ სასიკეთო საქმეს, მეცენატობას ჩაუდგება სათავეში

მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვქონდა, მარგველაშვილთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრობლემები იყო. არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით; ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი. ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ, მას წარმატება ვუსურვოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი პრეზიდენტი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?