გია ვოლსკი – მელიას და მთელი მისი გუნდის მიმართ ძალიან მძიმე კითხვებია – როცა ასეთ ვითარებაში პოლიციელს შეაგინებს, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები

როცა პოლიციელს შეაგინებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები – მახსოვს, პოლიციელის არა მხოლოდ შეურაცხყოფისთვის, არამედ უხეში პასუხისთვის ადამიანები ჯანმრთელობას და ზოგიერთი სიცოცხლესაც კი ემშვიდობებოდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ს ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, მელიას მიზანი და პოლიტიკური გეგმაა, რომ სახელმწიფოსთან დაუმორჩილებლობის ატმოსფერო შექმნას.
„მელიას მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ – მთელი მისი გუნდის მიმართ ძალიან მძიმე კითხვებია. როცა ასეთ ვითარებაში პოლიციელს შეაგინებს, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები. ამის უამრავი მაგალითი არსებობს.
ეს არის არა მხოლოდ კანონებიდან გადაცდომა, არამედ გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისთვის, რომ საქართველოში განუკითხაობის ატმოსფერო დაამყარონ. მელიას მოქმედებები ამას ემსახურება – დაწყებული სამაჯურის მოხსნით, დამთავრებული პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენებით. რეალობა არის ეს და თუ ამ რეალობაში დააკავეს, ვინმე ამას გატაცებას დაარქმევს და ვიღაც – კანონის აღსრულებას. რომელია მართალი, ამას საზოგადოება გადაწყვეტს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნიკა მელია 29 მაისს, თბილისში, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. -ის ცნობით, მისი დაკავება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლის საფუძველზე მოხდა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მელიას პროცესი მიმდინარეობს.
მელია სასამართლოში დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიიყვანეს.