გია ვოლსკი – მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს

მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამნისტიის კანონი ჰუმანურობის გამოხატულებაა და არა პოლიტიკური ნიშნის მოგების გამოხატულება.
„მგონია, რომ პატიმრების ოჯახებთან, პატიმრებთან მსუყე პოზიტიური ქულის ჩაწერა ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია, რომელიც ამნისტიის კანონს მხარს დაუჭერს. ამნისტიის კანონი ჰუმანურობის გამოხატულებაა და არა პოლიტიკური ნიშნის მოგების გამოხატულება. ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ. ადამიანები, რომლებიც დღეს ამ კანონზე უარს ამბობენ, ესენი არიან პატიმართა წამების შემოქმედნი, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს სცილდებოდა. ამ ადამიანებს პატიმრების სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ისინი ყოველწლიურად საპატიმროდან გამოსვენებულ ადამიანებს ვეღარ ითვლიდნენ, დღეს წინააღმდეგები არიან, რომ ეს ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგას. მცირედით მაინც გამოასწორონ საკუთარი მდგომარეობა და დაუჭირონ მხარი ამ კანონს. თან ევროპული სტანდარტების შესრულებაა აუცილებელი, პატიმრების რაოდენობა ერთო მესამედით უნდა შემცირდეს. ეს უნდა გამოსწორდეს და რაც მთავარია, ოჯახებმა და ამ ადამიანებმა უნდა ამოისუნთქონ, მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო პირობები უკეთესია, ვიდრე იყო გესტაპოს ტიპის საპატიმრო სისტემაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.