გია ვოლსკი – ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც კარატეს სხვადასხვა ილეთს გვიჩვენებს, გადაწყვიტა, რომ უფრო მაგარია, ვიდრე საარჩევნო პროცესში ჩართული აკრობატი ალეკო ელისაშვილი – „ქურქუმალ ვაითია“ მთლიანი დახასიათება

ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ „ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“.
„ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, ვინც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთებს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი , რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში. ერთიც და მეორეც, რასაკვირველია, თავისი დონით, თავისი ინტელექტუალური დონით და გარშემო სხვებიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი – შეასრულონ ის სცენარი, რომელიც დაუწერეს და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტია იმ კარნახის მიმართ, რაც ყოველდღიურად მოდის. რასაკვირველია, დაფინანსების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ყველაფერი ფინანსდება და ხაბეიშვილმა გადაწყვიტა ,რომ ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.