გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილისგან ისეთი ნაბიჯების გადადგას ითხოვს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება – თავი ლიდერი ეგონა და მარიონეტად ჩამოყალიბდა

სალომე ზურაბიშვილის გარეშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან პრინციპულად ისეთი ნაბიჯების გადადგას ითხოვს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება – მეცოდება ადამიანი, ვინც სამშობლოს განცდა დაკარგა და უსამშობლოების ხელში ჩავარდა! თავი ლიდერი ეგონა და ამ ადამიანების ხელში მარიონეტად ჩამოყალიბდა, – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკის თქმით, ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს.
„გეგმა არ შეცვლილა – მათი გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლისღვრა. ეს გეგმა უკვე იმ სტადიამდე მივიდა, როცა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმის ჩანაცვლებისთვის, რაც თბილისის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღე იყო – ცეცხლი, დაპირისპირება, შეჯახება, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ხალხის დაშავება, მაგრამ ამან სათანადო განვითარება ვერ ჰპოვა, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იქნებოდა.
ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”