– კალენდრით არის დადგენილი 7 იანვარი, როდესაც შობას ქვეყნების ნაწილი ზეიმობს და ამ ტრადიციას არ გადავდივართ – სააკაშვილმა ეს კარგად იცის, თუმცა მისთვის მთავარია საზოგადოებაში დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს

სააკაშვილისთვის მთავარია, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავებები და დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ს იდეაა, რომ საზოგადოების ახალი ფენა შეიქმნას, რომელიც „დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართული და ტრადიციულია”.
„ყველამ კარგად იცის, მათ შორის, სააკაშვილმაც, რომ 7 იანვარი დადგენილია კალენდრით, როდესაც შობას ქვეყნების გარკვეული ნაწილი ზეიმობს და ამ ტრადიციას არ გადავდივართ და არ ვღალატობთ, ჩვენი თვითმყოფადობაა. სავსებით შეგნებითა და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის, თუმცა მისთვის მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავებები და დაპირისპირების ახალი კერები გაჩნდეს, რომ წითელი ხაზები გაივლოს. საზოგადოების გარკვეული ფენის შექმნაა მისი იდეა, რომელიც დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართული და ტრადიციულია. ისევ იმ იდეაზეა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, რომ საზოგადოება ახალი იდეებით შეექმნა, რომელიც ბევრ სხვა ე.წ. ფასეულობაში იქნებოდა გათქვეფილი.
რაც შეეხება პატრიარქის ეპისტოლეს, პატრიარქმა მიუთითა სამწუხარო ფაქტზე და დეფიციტზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას შეექმნა სიყვარულში, ურთიერთდამოკიდებულებაში, როდესაც აგრესიამ დაისადგურა, როდესაც ადამიანები პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე სცოდავენ და ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ რაც მთავარია, სერიოზულად გასაანალიზებელი გზავნილია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, რომელთა ბევრი მათგანი ისეთ პოლიტიკურ მორევში გადაეშვა, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად – 25 დეკემბერს.
გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად – 25 დეკემბერს. „25-სა დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო…”
აგერ მე და აგერ თქვენ, თუ ეგრე არ მოხდება“,- აღნიშნული სააკაშვილის გზავნილში, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა.