გია ვოლსკი – იყო პუტჩის მცდელობა – ცდილობდნენ, როგორმე სისხლი დაღვრილიყო და განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა

იმ მოქმედებების შინაარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მზაკვრული და ძალიან ბნელია – ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე აშავებენ, დაკავებული უნდა იქნენ და შესაბამისად, უნდა მოეთხოვოთ პასუხი“.
„ყველა ადამიანი თავისი წარსულითა და აწმყოთი პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის წინაშე. როდესაც სიტყვა „უსამშობლოები“ პირველად ვიხმარეთ, გუშინ ზუსტად გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ცნება „უსამშობლო“ – ადამიანთა გაერთიანება, რომელმაც დაუშვა და ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი იმ ჭკუაზე მოეყვანა, რა ჭკუაზეც იყო „ნაცმოძრაობა“, როცა განუკითხავად ღვრიდა სისხლს, იყო ხელისუფლებაში და ადამიანებს ისე ეპყრობოდა, როგორც ნახირს. ზუსტად ამ სისტემის დაბრუნება სურდათ გუშინ. იყო პუტჩის მცდელობა.
ცალკე უნდა შეფასდეს პაატა ბურჭულაძეების და მსგავსი წარმონაქმნების როლი ამ სიტუაციაში. ერთ-ერთი უშველებელი ცოდვა ვიხილეთ გუშინ, როგორ მოწამლეს ახალგაზრდები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდით დადგნენ, რომლებმაც უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიეს მმართველობის დროს გესტაპო სისტემის დანერგვაში, რაც სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღიარა. ეს ძალიან შემაწუხებელი და დამაფიქრებელია. განსაკუთრებით ახალგაზრდების მონაწილეობა, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანები – არამარტო მოწინააღმდეგე პოლიციელების მხარე, არამედ თავისიანებიც. ცდილობდნენ, რომ როგორმე სისხლი დაღვრილიყო და როგორმე განვითარებულიყო მოვლენები, რომელიც „მაიდნის“ სცენარის ანალოგი იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის – მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს