გია ვოლსკი – თუ დამტკიცდა, რომ გახარია თანამდებობიდან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით გადადგა, მის გვერდით მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები – არჩევნების შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს

თუკი დამტკიცდა, რომ გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა, რასაკვირველია, მის გვერდში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები – ს შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება ღალატის კოლექტიური დანაშაული იყოს ან შეიძლება იყოს უმეცრება! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ გახარიამ ყველაზე უფრო მზაკვრული საქციელი ჩაიდინა და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თანამდებობიდან მისი გადადგომა რატომ, რისთვის, როგორ მოხდა და რა კავშირია მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
ვოლსკის მტკიცებით, „ყველაფრის თავი „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ანალიზის უნარი არ გააჩნია ადამიანს, ვინც იტყვის, რომ გიორგი გახარიას თავისი ქმედებებით ხელისუფლების ჩამოშლა არ უნდოდა და “ნაცმოძრაობას” ხელს არ უწყობდა. რაც გიორგი გახარიამ გააკეთა და რასაც გადადგომამდე აკეთებდა, არის მოთხრობა იმის თაობაზე, თუ როგორ ღალატობს პიროვნება არა კონკრეტულ გუნდს, არამედ ქვეყანას. სწორედ გახარიამ განაცხადა მოულოდნელად, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ხელი არ უნდა შეახოს. მან ასევე ზუსტად იცოდა, რომ სხვადასხვა გზით საქართველოში ჩამოსვლასა და რევოლუციის მოწყობას აპირებდა. ეს იმდენად აშკარაა, რომ ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს!
ეს ადამიანები (გახარიას გუნდის წევრები) სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შემოქმედის, გიორგი გახარიას გარშემო დგანან. ეს ადამიანები ღალატის გზას დაადგნენ არა იმით, რომ პარტიას უღალატეს, არამედ თუკი დამტკიცდა, რომ გიორგი გახარიამ ეს ნაბიჯი [პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა] იმის გამო გადადგა, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა, რა საკვირველია, მის გვერდში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები – არჩევნების შემდეგ ამ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება იყოს ღალატის კოლექტიური დანაშაული ან შეიძლება იყოს უმეცრება.
ადამიანებმა, რომლებიც დიდი ხანია ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და დღენიადაგ ცდილობენ, რომ რევოლუცია მოაწყონ, გამოძიების მიერ დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ.
რასაკვირველია, განხილვების საბოლოო ასპარეზი სასამართლო იქნება და არა კონკრეტული სუბიექტი – თუნდაც მმართველობაში მყოფი „ქართული ოცნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის გახარიასადმი გაღიზიანება რამდენად შეიძლება არჩევნებში მისი პოლიტიკური პარტიის ელექტორალურ შესაძლებლობებს უკავშირდებოდეს, ვოლსკიმ განაცხადა, რომ გახარიასთან დაკავშირებით სიმართლე იმის გამო ითქმება, რომ ჩაიდინა ქმედება, რასაც ქვეყნისთვის აღუწერელი ზიანი შეიძლება მოეტანა.
„როდესაც გახარიაზეა საუბარი, მასთან დაკავშირებით სიმართლე ითქმება არა იმიტომ, რომ გახარიას მაღალი რეიტინგი აქვს – ცნობილია მისი დაბალი რეიტინგი – არამედ, სიმართლე ითქმება იმის გამო, რომ მოსახლეობას დავანახოთ საშიშროება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პოლიტიკურ ველზე აქტიური არიან.
გახარიამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც გაცილებით ხისტ შეფასებას იმსახურებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მუდმივად ჩადიოდა ამას, 2024 წლიდან მოყოლებული“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ