– ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო

ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, „ფეისბუქზე“ წერს.
გია ვოლკსი თავის პოსტს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს ურთავს. ასევე, ვოლსკი აქვეყნებს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს.
„მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო!
საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან (“აპრავებენ”) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები!“ – წერს ვოლსკი

ასევე დაგაინტერესებთ