გია ვოლსკი – ვითომ არჩევნების გაყალბება, ვითომ საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ, ამის უკან კი ბოროტი გეგმა და ბოროტი სტრატეგიაა

შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს ადამიანების დიდი გუნდია, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმული არიან, – ამას რასაკვირველია, თავისი პრაგმატული ინტერესი აქვს და ეს ბოროტი პრაგმატიზმია! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ვოლსკის თქმით, “ვითომ და ს გაყალბება, ვითომ და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ, ამის უკან კი ბოროტი გეგმა და ბოროტი სტრატეგიაა, რაც ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც გარკვეული ძალების მორჩილი იქნება“.
ამავე კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “მარიონეტიზმი ჩვენი ოპოზიციის დაავადება, რომელიც განუკურნებელია“.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში კი, სანქციების პოლიტიკას უჭერს მხარს.
“რასაკვირველია, ეს ყველაფერი შედეგზეა გათვლილი. ბჭობა მიდის – რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა. ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, რაღაც მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. რაკი პროცესების რადიკალიზაცია ვერ ხდება, ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და ბოლოს და ბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს.
რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.