გია ვოლსკი – ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს – ალენ ბერსეს ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს – ალენ ბერსეს ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე კომპეტენტური დონე, რომ ჩაიტანოს ნეიტრალური და ზუსტი ინფორმაცია ამ ფორუმზე განსახილველად და ქვეყნებთან ინფორმაციების, პოზიციების გასაცვლელად, ეს ინსტიტუტი და ალენ ბერსეა.
„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი არ წარმოადგენს ცალკე ინსტიტუტს, რომელიც თავისი შეხედულებებით მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს. ქვეყნების ის ჯგუფი, რომელიც ევროპის საბჭოს შეადგენს, არის განმაპირობებელი გარკვეული გადაწყვეტილებებისა. მაგრამ ყველაზე კომპეტენტური დონე, რომ ჩაიტანოს ნეიტრალური და ზუსტი ინფორმაცია ამ ფორუმზე განსახილველად და ქვეყნებთან ინფორმაციების, პოზიციების გასაცვლელად, არის ეს ინსტიტუტი და ფიგურა. ეს ადამიანი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მატარებელია და რასაკვირველია, მისი ხედვა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება.
არის კიდევ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის ვიზიტში, რამაც ასე ააღელვა და ისტერიკა შეყარა ჩვენს ოპონენტებს – ოფიციალური დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება, ახალ პრეზიდენტთან შეხვედრაზეც იყო საუბარი, არ ვიცი ახლა როგორ გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული ობსტრუქცია მოუწყვეს. რეალურად, მსოფლიო იმისკენ მიდის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის გადალაგება იმოქმედებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ძნელი, რთული პროცესი გველოდება, მაგრამ ამ პერსპექტივას დადებითი კუთხით ვუყურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ მსოფლიოს დაუდგება სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, რომელიც დიდი განსაცდელის ტოლფასი იქნება. საქართველო სჭირდება ევროპას, ევროპულ ქვეყნებს ისევე, როგორც საქართველოს სჭირდება ის ევროპა, რაზედაც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება საქართველოს ხელისუფლებას – ევროპა მაღალი დონის სტანდარტით, ადამიანის უფლებების სტანდარტით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, რისკენაც ჩვენ ინტენსიურად მივდივართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.