გია ვოლსკი – ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის – გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში.
როგორც ვოლსკი წერს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2023 წელს, ლიეტუვიდან რუსეთში პროდუქციის და ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს იმავე მაჩვენებელს. გარდა ამისა, დეპუტატი ხაზს უსვამს იმასაც, რომ „ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით ევროპისთვის დან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას.”
„დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით.
ცნობისათვის:
2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტმა 657 მლნ დოლარი შეადგინა. ლიეტუვის – 2,3 მილიარდი;
საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 168 მლნ დოლარი შეადგინა, ლიეტუვიდან – 180 მლნ. და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.
ესეც საინტერესოა: რუსეთში ვისკის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვიაა; ცეცხლმოკიდებული უკრაინის გავლით რუსეთიდან ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობა 5-6 ჯერ აჭარბებს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის მთელ მოცულობას; მიმდინარე წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიმღებთა შორის ევროპაში პირველ ადგილზე საფრანგეთი გაიჭრა, რომლის პრეზიდენტმა, სულ ახლახან, ში სამხედრო ძალების შეყვანაზე ილაპარაკა.” – წერს გია ვოლსკი.