– გვიკიჟინებენ, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული იყოს, ეს ძალიან სერიოზული სკანდალია, რომელიც დაგვაზიანებს – გარანტია არ არის, რომ სხვა ელჩი ნაკლებად არამეგობრული იქნება, ასევე, გერმანიასთან ურთიერთობას ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს

გვიკიჟინებენ, რომ [გერმანიის] ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული თვისებები, საქციელი და მეორე – საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე მისვლის შესახებ.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კონსულტაციების შემდეგ ბერლინიდან თბილისში დაბრუნებული ელჩი იმავეს აგრძელებს.
„მართალი გითხრათ, მცირე იმედი გვქონდა, რომ ბერლინში დაბრუნებულ ელჩს, საუბარი ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ღიად, ხისტად ექსტრემიზმის მხარდაჭერა არ შეიძლება. რაღაც გარკვეული პერიოდი აიღეს იმისთვის,რომ ეს გრძნობები და ემოციები ჩამცხრალიყო. ხდება ასეთი რამე, მსოფლიოს დიპლომატიის პრაქტიკაში არის ასეთი რამე და შემდეგ დაბრუნებული ელჩი, რა საკვირველია, სხვა ნაბიჯებს დგამს და კომპრომისით ორივე მხარე კმაყოფილია. ჩამოვიდა და იმავეს აგრძელებს, ეს არ არის პასუხი მხოლოდ საქართველოს საზოგადოებისადმი და მხოლოდ მისი შეურაცხყოფა არ არის. გერმანიაში, დღეს, ყველაზე პოპულარული პარტია სვამს შეკითხვას- რატომ ქირაობს ელჩი ბინა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერისგან,რომელიც არის ოპოზიციაში და ექსტრემიზმის განვითარებას უწყობს ხელს. საერთოდ, რა წარმოადგენს ეს შეთანხმება, რატომ გადაიხადა ხაზარაძემ ჯარიმა? რა იყო, რა დარღვევა ჩაიდინა და იცოდა, თუ არა ამ დარღვევის თაობაზე და ზოგადად, ეს პოლიტიკური აქტივობა, არის თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? ამ და სხვა საკითხების გამო ამ პარტიას ბანკში ანგარიშები საერთოდ დაუხურეს, ურთიერთობაც არანაკლებ ხისტია, ვიდრე ჩვენ გაგვიგია ამის შესახებ. პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებები გვინახავს, მაგრამ იქ საკმაოდ ხისტია. ანუ მარტო ჩვენ კი არ გაგვცეს პასუხი, იმათაც გასცეს პასუხი, ვინც ამ საკითხზე ზედმეტ შეკითხვებს სვამს, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის სწორი და მართებული“, – განაცხადა ვოლკსიმ
მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობა ათეული წლები ყალიბდებოდა, იქამდე, სანამ ოკუპირებული იქნებოდა არამარტო საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა.
„საქართველოს გერმანიასთან საკმაოდ პოზიტიური ურთიერთობები დამოუკიდებლობამდეც ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო, ადრე თუ გვიან, მოვა და ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ზიანი მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას იმით, რომ ხისტი ზომები მივიღოთ ელჩის მიმართ. აქ გვიკიჟინებენ, რომ ელჩი უნდა იქნეს გაწვეული და საერთოდ, ქვეყნიდან იქნეს გაყვანილი. ეს არის ძალიან სერიოზული სკანდალი, რომელიც აუცილებლად ჩვენ დაგვაზიანებს. ჯერ ერთი, გარანტია არ არის, რომ სხვა ელჩს თუ გამოგზავნიან, მას ექნება ნაკლებად არამეგობრული, თვისებები, საქციელი და მეორე – საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობას, თუნდაც დღესდღეობით პრობლემებით აღსავსეს, ვერ შევწირავთ ჩვენს ინტერესს. ისევ ვრჩებით ამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ზოგს არ მოსწონს ეს სიტყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნული ინტერესებისთვის ასე უკეთესია“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.