გია ვოლსკი გერმანიის ელჩს პასუხობს: „არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში“

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი . ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს, სულ მცირე, უსამართლობად აფასებს.
საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს, სულ მცირე, უსამართლობად აფასებს.
„არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირების გაკეთება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ყოფილ ს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საქართველოს მიმართ, – თქვა გია ვოლსკიმ და დაამატა, – ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში“.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა 10 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, ამასთან ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
პეტერ ფიშერის სიტყვებით, ის არასოდეს გამხდარა ისეთი პოლიტიკური რიტორიკის ცვლილების მომსწრე როგორც ახლა საქართველოში ხედავს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, „აგენტების კანონის“ დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, -მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.