გედევან ფოფხაძეზე – ძალიან უყურადღებოდ დარჩა მთელ ამ არეულობაში, რომელმაც განვითარება ვერ მიიღო იმ სცენარით, რომელსაც მხარს უჭერდა, მეცოდება – შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს, თავი შეგვახსენოს

მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში – მე მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც მოშიმშილე მოქალაქეებზე, მათ შორის, პოლიტიკოს გედევან ფოფხაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, გედევან ფოფხაძე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „ვერავის მიეწება” და ცდილობს თავი შეგვახსენოს.
„მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში. არეულობაში, რომელმაც განვითარება ვერ მიიღო იმ სცენარით, რომელსაც გედევან ფოფხაძე აქტიურად უჭერდა მხარს. ის შეჭრაზე, გეგმებზე, სისხლის ღვრაზე და საკუთარი სიცოცხლის შეწირვაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ გამოიწვია გედი ფოფხაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მოქალაქის დამატებითი ხსენებაც კი, გარდა იმისა, როდესაც ჯერ შიმშილობა გადაწყვიტა და შემდეგ შეწყვიტა. მე მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება. როდესაც “ნაცმოძრაობაში” გაითქვიფები, გარკვეულწილად, ის სისხლიც გადაგედება, რომლის წინააღმდეგაც თვითონ გამოდიოდა და არაერთი განცხადებაც გაუკეთებია. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს თავი შეგვახსენოს. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მაგრამ მახსოვს გედი ფოფხაძე აქტიურად გამოსული, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან მძიმე შეფასებებით და ის გედი ფოფხაძეც მახსოვს, როდესაც “ნაცმოძრაობასთან” ერთად აქ პარლამენტში შემოსვლას გეგმავდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე, დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა გუშინ დაიწყეს.