გია ვოლსკი გახარია-ხაზარაძეზე – პოლიტიკური ქორწინებაა, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა – დღევანდელი სცენარი ასეთია – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა სალომე ზურაბიშვილია

ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა – დღევანდელი სცენარი ასეთია – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა ა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა პროცესი იწელება.
როგორც ვოლსკიმ განმარტა “ერთსაც და მეორესაც როგორი რეიტინგიც ჰქონდა, გაცილებით უფრო დაბალი ექნება მაშინ, როცა შეიკრიბებიან”.
„რა საკვირველია, პროცესი გაწელილია – ეგ უკვე გადაწყვეტილია. რა მესამე რაუნდზეა საუბარი, ნული რაუნდი ჩატარდა და ამ რაუნდის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილია, უბრალოდ პროცესი არის საინტერესო და რადიკალური ოპოზიციის ეს გეგმა, რომ მოატყუონ საზოგადოება. გახარიას განცხადება გაიხსენეთ, რომ “ლელო” უნდა იხსნას “ნაციონალური მოძრაობის” მარწუხებისგან და ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი და პოლიტიკური ინტერესები დათმო იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესებს დამხმარედ შეუდგეს. ანუ, გამოდის რომ სახელმწიფოს ინტერესები და მისი პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს სცილდებოდა, მაგრამ “ლელოსთან” დაკავშირებით არავითარი უკუსვლა არ იქნება. ეს არის პოლიტიკური ქორწინება, რომელსაც აღსრულება უწერია, თუ კი კიდევ ახალი სცენარი არ გათამაშდა. დღევანდელი სცენარი ასეთია – უნდა გაერთიანდეს წყალი და ზეთი და მთავარი მომრევი თითქოსდა არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი – ლიდერი, რომელმაც ჩაანაცვლა და მისი უშველებელი ქოლგით, რომლის გარშემოც მთელი რადიკალური ოპოზიცია უნდა გააერთიანოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებისთვის და ოპოზიციის მხრიდანაც სასაცილოა. როგორ შეიძლება ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაერთიანებით მეტი ხმა მოიზიდოს. ერთსაც და მეორესაც როგორი რეიტინგიც ჰქონდა, გაცილებით უფრო დაბალი ექნება მაშინ, როცა შეიკრიბებიან. ამის პერსპექტივას ვერ ხედავენ – უინტელექტო და უჭკუო ჰგონიათ ქართული საზოგადოება. ამაშია მთელი ჩვენი უბედურება, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარდაშვებული, კისერმოხრილი, ცალ ფეხზე მდგომი უსმენს ამ სისულელეებს, რასაც გვთავაზობენ ამ დადგმული მოდელირებული ქრონიკიდან”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.
თავის მხრივ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე უკვე არსებობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ, ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ