გია ვოლსკი – არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს, ფაქტია, თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა – ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ არ აპირებენ

მე არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა – ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი კვლავ არ აპირებენ მონაწილეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნა იყო იმ მიმართულებით, საიდანაც „ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის“.
„მე არ ვიცი, გულში რა აქვს ელენე ხოშტარიას, ან გედი ფოფხაძეს. ამას ვერავინ გაიგებს, საკმაოდ რთული ამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა. ვინც არ აპირებდა არჩევანში მონაწილეობას, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობს. თვითონ ამ პროცესის არსი, მე მგონი, არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. განცხადებას უერთდება: “თავისუფლების მოედანი”; “დროა”; “გირჩი-მეტი თავისუფლება”; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ევროპული საქართველო”; “ახალი”; “ფედერალისტები”. ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს