გია ვოლსკი – არ არის პრეზიდენტის სასახლის ღობე გათვლილი იმისათვის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს – „ღობე სუსტი იყო“, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს

არ არის პრეზიდენტის სასახლის ღობე გათვლილი იმისათვის, რომ გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს – ღობის დაბალი ხარისხი არ უნდა განაპირობებდეს პოლიტიკურ შეფასებებს, ეს იგივეა თქვა, რომ „დანა დავარტყი და მოკვდა, იმიტომ რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე არ ეცვა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ათონელის სასახლის ღობე სათანადოდ გამაგრებული არ იყო, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს.
„იურისტი ბესელია ამბობს, რომ დანაშაულის პროვოცირება არის დანაშაული. რასაკვირველია, არის, მაგრამ განა პროვოცირება ხდება?! 2020 წლიდან არის ყიჟინა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მამაკაცური ძალა შეიკრიბოს. ბოლოს მამაკაცური ძალა 4 ოქტომბერს შეკრიბეს და გაავებულებმა მოუწოდეს შეტევისკენ. არ არის ის ღობე გათვლილი იმისათვის, რათა გაავებული, გააფთრებული მასა დაეტაკოს და გადაანგრიოს. ღობის დაბალი ხარისხი არ უნდა განაპირობებდეს პოლიტიკურ შეფასებებს. ეს იგივეა თქვა, რომ „დანა დავარტყი და მოკვდა, იმიტომ, რომ მეგონა, ჯავშანჟილეტი ეცვა და თურმე არ ეცვა. ხომ არ მოკვდებოდა ჯავშანჟილეტი რომ სცმოდა?!“ ასე არ არის, რომ არ ყოფილიყო გაფრთხილებები, რომ არ ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია, რომ მიღებული იქნებოდა ყველანაირი ზომები, რასაკვირველია, შეიძლებოდა რაღაც ეჭვი შეგვეტანა იმაში, რომ გადახერხეს. ეგ კი არა, პოლიციის ლენტი რომ არის შემოსაზღვრული და წერია „არ გადაკვეთო“, ის არ უნდა გადაკვეთო, მით უმეტეს, თუკი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგით პოლიციელამდე დამთავრებული, ყველა აფრთხილებდა საკმაოდ თბილი სიტყვებით. მე ვფიქრობ, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღობე სუსტი იყო, უნიათო თავის მართლების მცდელობას ჰგავს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.