გია ვოლსკი – ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია – ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს

ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია – ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ის, რასაც მათ ოპოზიცია სთავაზობს.
„საკვირველია, რომ თავის დროზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი სხეული გაყიდონ, ადამიანს სიამოვნება გაუკუღმართებული თუ სხვა სექსუალური აქტივობებით მიაღწევინონ და ამით ფული გააკეთონ. მან თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს.
ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და -ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. იყო ძალიან საეჭვო ადამიანების, ქართველთ მოძულეთა პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, მაგრამ არაფერი შერჩათ ხელში, გარდა იმისა, რომ ბიულეტენის ერთი მხრიდან წერტილმა გამოჟონა.
რასაკვირველია ადამიანები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ეს მუდმივად გაგრძელდეს, რადგან ეს დანაშაულებრივი გეგმა რევოლუციისა, მათ ოჯახებსაც დაარტყამს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე