გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება

ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება – არსებობს კონკრეტული ქვეყნების და გაერთიანებების ინტერესები, ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია და ევროპა ერთობლივად მოქმედებდნენ მაშინ, როდესაც ზელენსკის მოლაპარაკების გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მერე ზელენსკი და მისი პარტიის ლიდერები ამასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკება შესაძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მოგვცესო. ასეთივე პერიოდია ახლა, მნიშვნელოვანი ცვლილებებით. უამრავი ადამიანია დაღუპული, სისხლია დაღვრილი, უამრავი ცრემლი, განადგურებულია ქალაქები. პრაქტიკულად, ის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც იქნა [შეთავაზებული] ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, მეტყველებს ერთ რამეზე – პრაგმატიზმი მოითხოვს [ომის] შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება. ამ რეალობაში, რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს თავისი პოზიცია, არა ყველა ქვეყანას, მაგრამ მოდი, პირობითად, დავარქვათ “ომის პარტია” ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომელიც ომის დასრულებას ასეთ პირობებში არ თანხმდება. შესაბამისად, ვაშინგტონიდან პრაგმატული შეთავაზება მათთვის მიუღებელია და თურმე, მ კი არ უნდა გადაწყვიტოს გაგრძელდება თუ არა სისხლისღვრა და ნგრევა ქვეყანაში, არამედ ევრობიუროკრატიამ. რასაკვირველია, ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობის წინაპირობა მნიშვნელოვანწილად შექმნეს ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა და ბრიუსელმა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ უშველებელი რესურსი არის დახარჯული, მათ შორის, ევროპის მიერ, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ გაცილებით მეტია გადახდილი ევროპის მიერ ენერგორესურსების შესყიდვისას სათვის, ვიდრე უკრაინისათვის ომში დასახმარებლად. ასე რომ ორმაგი სტანდარტი არ არის. აქ არის კონკრეტული ქვეყნების გაერთიანებების ინტერესები. ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება. ამ შემთხვევაში, ევრობიუროკრატია “ომის პარტიად” გვევლინება,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძის ადვოკატი – ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც მუხლის გადაკვალიფიცირებას, არ დავეთანხმებით, რადგან ამ პირების მიერ დანაშაული არ განხორციელებულა – სააპელაციო სასამართლოში მათ უდანაშაულოდ ცნობას ვითხოვთ