გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, ხაიშის სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გია ანსიანმა ისაუბრა.
გია ანსიანის განცხადებით, დავით ცინდელიანი სამმა ახალგაზრდამ სხვა მანქანაში გადასვა და მათ უთხრეს, რომ გაჰყოლოდნენ ქალაქის მთავარ სამმართველოში, რა დროსაც ანსიანის მანქანიდან მოიპარეს მანქანის გასაღები და დატოვეს ტერიტორია.
„წყალტუბოს გზატკეცილისკენ უნდა ჩამეხვია, შემეშალა და 100 მეტრით გავცდი დაახლოებით. როცა მივხვდი რომ ავცდი გზას გავაჩერე, ზაური ცინდელიანი იჯდა ჩემს გვერდით და ჰკითხა წყალტუბოს გზატკეცილისკენ როგორ უნდა გავბრუნებულიყავით. სანამ კითხავს დასვამდა და პასუხს გასცემდნენ უკვე სამი ახალგაზრდა მომადგა მე, მეკითხებიან რა გვარის ხარო, ვუპასუხე ანსიანი-მეთქი. ჩემს გვერდით ზის ზაური, ზაურის უკან ის გოგო ზის, ჩემს უკან დავით ცინდელიანი იჯდა. პირდაპირ ეუბნებიან შენ გადმოდიო. მე ვიფიქრე, რომ ნარკოტიკზე ხომ არ ამოწმებენ-თქო, არც მიფიქრია, რომ ასეთი შემთხვევა იყო მოსალოდნელი.
პირდაპირ წაიყვანეს მანქანისკენ, შავი მაისურები და შარვლები ეცვათ, სპორტული აღნაგობის მოკლედ შეჭრილი თმით ახალგაზრდები. არაფერი უჩვენებიათ, მე რომ ვუთხარი სად მიგყავთ-მეთქი, ჩვენ სამმართველოში ვართ დაბარებულები, ვიცითო ყველაფერიო და გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო. ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ. იქვე ჩასახვევი იყო, ეს ბანკის წინ ხდება, იქვე კამერებიც არის მაგრამ ორჯერ ვიყავით ჩამოსული და კამერები არავინ არ გვანახა“,-განაცხადა გია ანსიანმა.
Previous: ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია. მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია