„გთხოვთ, შექმნათ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი“ — ლომჯარია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მიმართავს

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს მიმართავს და მოუწოდებს, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი შექმნან.
„მივმართავ ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ფართო საზოგადოებას! გთხოვთ, შექმნათ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი. მსხვერპლთა უმრავლესობას აღენიშნება მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ბევრი ისეთ მდგომარეობაშია, ვერც საუბრობენ განცდილი ძალადობის შესახებ. ადვოკატები და უფლებადამცველები ამას მარტო ვერ მოვერევით, უფასო იურიდიული დახმარების გარდა საჭიროა დაუყოვნებლივი უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც!“, — წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას