„გთხოვთ შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები“ – მიხაელ როთის მიმართვა ქართველებს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ინსტაგრამზე“ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
მისი განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ახლა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პროევროპული პოლიტიკური პარტიები შექმნას ან მოქალაქეები უკვე არსებულ ასეთ პარტიებს შეუერთდნენ.
„ძვირფასო ქართველებო. გმადლობთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ – ეს ყოველივე კარგად ვიცი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა.
საქართველოს ამას იმსახურებს! – წერს როთი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა