გარდაცვლილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, რომლისთცისაც ბინის ყიდვის მიზნით, ბლოგერი დომენიკ მანგო ფულს აგროვებდა, წერს:
მოგესალმებით, მე გახლავართ ჯაბას დედა, მანანა გვასალია.
12 წლის განმავლობაში ბევრმა, ხალიან ბევრმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან ჯაბა…..
სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც ამ ადამიანების…….
არ დავიღლები თქვენთვის კეთილი სიტყვებისა და სურვილების გამოგზავნით…. ამ ეტაპზე კი მოგმართავთ, პირადად, დომენიკს, გთხოვთ, რომ აღნიშნული საქველმოქმედო აქცია შეწყვიტოთ და ეს კეთილი საქმე მიმართოთ სხვა ადამიანების მიმართ.., მე ამჟამად ,ვცხოვრობ ნათესავთან ერთად და სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი საცხოვრებელი პირობები.
იმედია, გაითვალსწინებთ ჩემს თხოვნას და აიღებთ ჩემი ანგარიშის ნომერს და საბოლოდ,აღნიშნულ პოსტსაც!!!
ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ, მინდა, ჯაბას სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს მისი სიმღერების სახით….
გმადლობთ,
გმადლობთ ადამიანებო…..
ტელეფონზე ვესაუბრე ჯაბა ბოჯგუას დედას, ქალბატონ მანანას; ბინის ყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ვერ შევაწუხებ ხალხს ამაზეო. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წელის და მუხლის პრობლემა. ძალიან მორიდებით მითხრა, შეიძლება მკურნალობაზე დამჭირდეს თქვენი დახმარეობა, ისიც თუ ოპერაცია გახდა საჭიროო. სამჯერ გავუმეორე საუბარში, რომ არც ბინის ყიდვაზე ეთქვა უარი, რადგან თუ დეიდაშვილთან ცხოვრობთ, იმ ბინას გააქირავებთ და რაღაც შემოსავალი მაინც გექნებათ-მეთქი. მაინც კატეგორიული უარი განაცხადა ბინაზე. გამაკვირვა ძალიან, გმირ დედასთან ერთად, არაჩვეულებრივი ადამიანიც ყოფილა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. მოკლედ, თუ ექიმი ოპერაციას დაუნიშნავს, ვემზადოთ ამ კუთხით დახმარებისთვის.
