“გთხოვთ აუხსენით გუბერნატორ ტრუდოს, რომ როდესაც ის აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს, ჩვენი ტარიფები დაუყოვნებლივ გაიზრდება იგივე რაოდენობით”. – აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში კანადის პრემიერის განცხადებას ეხმაურება.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 4 მარტს მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. რომლის შემდეგ, კანადის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადამ ამერიკულ პროდუქციას 25%-იანი საპასუხო ტარიფები დაუწესა.
