გზის გადაკეტვის მოტივით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს.
“აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!” – წერს ზურაბიშვილი.
საჯარიმო ქვითარში “სამართალდარღვევის” ჩადენის დროდ 2025 წლის 3 მარტია მითითებული. ამ დღეს თბილისში სინდისის პატიმრების მშობლების სოლიდარობის ნიშნად დედების მარში იმართებოდა.
