გზების დეპარტამენტი, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
„ინტენსიურად იწინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
ამ დროისათვის, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი – ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, სენაკი- (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ68-კმ106 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგი ჯაჭვებითაა დასაშვები.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღგენილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ნარჩუნდება ინტენსიური თოვა, გთხოვთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავოთ მგაზვრობისგან. ამასთან, გთხოვთ, იმგზავროთ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ