გზების დეპარტამენტის აღიარება | უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე

პროექტი, რომელიც 902 მილიონი ლარი დაჯდა და ათი წელია შენდება ადამიანური შეცდომის გამო ჩაიშალა. სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა გზა ახლა ნამდვილად გახსნილი იქნებოდა, რომ არა უხარისხოდ შესრულებული სამუშაო და შედეგად მდინარე რიონში ჩანგრეული ხიდის მონაკვეთი. სწორედ ჩანგრეული ხიდია ძირითადი პრობლემა, რომლის გამოც ისედაც გაჭიანურებული და ძვირი პროექტი, ჯერ კიდევ ვერ სრულდება და უფრო ძვირი ჯდება. ხელისუფლება კი ცდილობს მოქალაქეები დაამშვიდოს, პასუხისმგებლობა აიცილოს და ყველაფერი ადამიანის შეცდომას დაუკავშიროს.