ქვეყანაში, სადაც აუტიზმის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ საჭიროებს გაძლიერებას, არსებობს სივრცეები, რომელიც იმედისა და წინსვლის სიმბოლოდ იქცა. 2010 წელს ბავშვთა აუტიზმის პირველი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ერთგვარი გარდამტეხი ნაბიჯი აღმოჩნდა – გაჩნდა ადგილი თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის. ცენტრის მოდელზე, დღეს ქვეყნის მასშტაბით არაერთი მსგავსი სივრცე ფუნქციონირებს, თუმცა აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრულებისთვის საჭირო სერვისები კვლავ მიუწვდომელია.
