“გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა X-ზე დაწერა. მან საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფეისალ ბინ ფარჰან ალთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.
“ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მე მოვიწვიე პრინცი ფეისალი FAC-ში ბრიუსელში 22 იანვარს”, – წერს ბორელი.
With @FaisalbinFarhan we spoke about our joint peace initiative and steps to translate the international consensus on the two-state solution into action. The path will be difficult, but there is no alternative to peace
I invited Prince Faisal to the FAC in Brussels on 22 January pic.twitter.com/qBy2sXjdLL— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) January 8, 2024