გზა და წყლის მილი მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის სახლამდე – რა მოხდა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ერგეში, გზა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ ირემაძის, სახლამდე დააგეს, სასმელი წყალიც სათავე ნაგებობასთან დაერთებით სახლამდე მხოლოდ მას მიუყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ თენგიზ ირემაძის კუთვნილ სახლში არავინ ცხოვრობს. საკრებულოს თავჯდომარე აღნიშნულ ტერიტორიაზე კოტეჯების მოწყობას გეგმავს.
ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის მონაცემებით, სახლი თენგიზ ირემაძის სახელზე ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ახლა ქონება დედის, ლიანა ირემაძის სახელზეა რეგისტრირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ